შპს “თეატრი სტუდია 42” (ჩვენ, ჩვენს, ჩვენი) მუშაობს საიტზე https://ticketfactory42.ge/ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც “მომსახურება”).
ეს გვერდი გაგაცნობთ ჩვენს - თეატრი სტუდია 42-ის პოლიტიკას თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ, როდესაც იყენებთ და სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს მომსახურების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად, ჩვენი მიზანია გაგაცნოთ თუ როგორ ვამუშავებთ ყოველივე აღნიშნულს.
შპს “თეატრი სტუდია 42” წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკით მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე წარმოდგენილი კომპეტენტური პირი. შპს თეატრი სტუდია 42 ახდენს, როგორც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ასევე გაწვდით აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ვიცავთ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ვზრუნავთ პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებაზე.
საიდენტიფიკაციო კოდი: 405555787
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N50, ბინა 67.
კომპანიის ელქტრონული ფოსტა: info@theatrefactory42.ge
ტელეფონის ნომერი: +995 599 10 40 11
თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში სხვა რამ არარის განსაზღვრული გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ჩვენს წესებსა და პირობებში.
მომსახურება - მომსახურება ნიშნავს, ვებ-გვერდზე https://ticketfactory42.ge/ გაწეულ მოქმედებებს, რომელიც ემსახურება საიტის მიზნებისა და კლიენტის ინტერესების დაკმაყოფილებას.
პერსონალური (პირადი) მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით; მომხმარებელი უთითებს პირად მონაცემებს საიტზე რეგისტრაციისას ან ერთჯერადად ბილეთ(ებ)ის შეძენის დროს. ვებ-გვერდის მომსახურებით სარგებლობით მომხმარებელი ეთანხმება ჩვენს მიერ წაყენებულ პირობებს.
მონაცემების გამოყენება - გამოყენების მონაცემები არის მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გროვდება მომსახურების გამოყენებისას, მაგალითად ისეთი მონაცემები, როგორიცაა გვერდის მონახულების ხანგრძლივობა და სხვა.
მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
ქუქი (Cookies) - არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ამ ფაილებში შენახული ინფორმაცია არაა ზიანის მომტანი არც მოწყობილობისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის. გამოიყენება ვებფუნქციების გააუმჯობესებისათვის, სტატისტიკისთვის და ა.შ.
საქართველოს კანონმდებლობით უფლება გაქვთ მოითხოვოთ, როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
▪ რა ლეგიტიმური საფუძვლით ვახდენთ მონაცემთა გამოყენებასა და დამუშავებას;
▪ გადაეცემა თუ არა და ვის გადაეცემა თქვენი პერსონალური მონაცემები;
▪ რა გზით ვაგროვებთ, თქვენ პირად ინფორმაციას;
▪ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
▪ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება;
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის კორექტირება, რომელიც გულისხმობს ჩასწორებას, წაშლას ან/და ახალი ინფორმაციის დამატებას. ასევე თქვენ სარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ შესაბამისი ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას თქვენი თანხმობით ხელშეკრულებაში ან შესაბამის გრაფაში გაცხადებული ნების დადებითი გამოვლენით.
არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, მისი საუკეთესო ინტერესების მიზნებისათვის.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენ ვაგროვებთ რამდენიმე სახის ინფორმაციას.
პირადი მონაცემების გამოთხოვა/მიღება გამომდინარეობს მომსახურების გაწევის საჭიროებისათვის, ჩვენ ვითხოვთ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენს ამოსაცნობად ან/და მომსახურების გაწევის მიზნით:
▪ ელექტრონული ფოსტის მისამართი;
▪ პირადობის (საზღვარგარეთის) მოწმობა;
▪ სახელი და გვარი;
▪ ტელეფონის ნომერი;
▪ მისამართი;
▪ ქუქი (Cookies) და გამოყენების მონაცემები;
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები მარკეტინგული ან სარეკლამო მასალებისთვის, რომელზეც შეგიძლიათ უარის თქმა ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ინსტრუქციის შესაბამისად ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც ვებ-გვერდი გვიგზავნის თქვენი ვებ- გვერდზე ყოფნისას. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს კომპიუტერის ოქმის მისამართს (IP) ბრაუზერის ტიპს, ვერსიას, დრო, თარიღი და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.
ქუქი არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ამ ფაილებში შენახული ინფორმაცია არაა ზიანის მომტანი არც მოწყობილობისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის. გამოიყენება ვებფუნქციების გააუმჯობესებისათვის, სტატისტიკისთვის და ა.შ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერით დაბლოკოთ ყველა ქუქი, ან დააყენოთ ბაუზერი ისე, რომ ბრაუზერმა გაჩვენოთ იყენებს თუარა ვებ-გვერდი ქუქის.
https://ticketfactory42.ge/ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზეზებისთვის იყენებს:
▪ მომსახურების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად;
▪ მომსახურების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოსაგზავნად;
▪ იმისთვის, რომ გაიგოს ანალიტიკური ინფორმაცია;
▪ მომხმარებელს მიაწოდოს სიახლეები, აქციები და შეთავაზებები;
თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, შეიძლება გადაეცეს და შენარჩუნდეს მოწყობილობებში, რომელიც ინახება თქვენი ქალაქის გარეთ, სამთავრობო იურისდიქციაში. თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ და გადაწყვეტთ ინფორმაციის უნდა მოგვანდოთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური) გადაეცემა საქართველოს, სადაც ის მუშავდება. თქვენი თანხმობა კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დასტურდება თქვენს მიერ ინფორმაციის წარდგენით. https://ticketfactory42.ge/ კი იზრუნებს მის დაცვაზე, არ გადაეცემა სხვა ქვეყანას თუ ან ორგანიზაციას თუ არარსებობს შესაბამისი ლეგიტიმური საფუძველი, კონტროლი და საქართველოს კანონდებლოთი გათვალისწინებული საფუძველი, როგორც მონაცემების გამოთხოვის, ასევე შესრულების ნაწილში.
გარკვეულ პირობებში, https://ticketfactory42.ge/ შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია გაამჟღავნოს, თუ ეს მოთხოვნილი იქნება კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი ავთენტური დოკუმენტის კომპანიაში წარდგენის გზით.
სამართლებრივი მოთხოვნები:
▪ სამართლებრივი ვალდებულების შესრულება;
▪ დაიცვას კომპანიის https://ticketfactory42.ge/ უფლებები;
▪ პერსონალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
▪ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაცვის მიზნით;
▪ ამ/და სხვა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ინფორმაციის დაცვა, თუმცა ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაცია 100%-ით სრულად დაცული ვერასდროს ვერ იქნება.
მომსახურების მომწოდებლებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, თქვენი მომსახურების გაწევის მიზნით და არიან ვალდებულნი არ გაამჟღავნონ მომსახურების პროცესში მიღებული არცერთი სახის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური.
ჩვენ გაწვდით მომსახურებას, რომელსაც ყიდულობთ „გადახდის გადამამუშავებლის“ უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით, საიდანაც არ ვიღებთ და არ ვინახავთ მოწოდებულ საბანკო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია პირდაპირი გზით იგზავნება აღნიშნულ, „გადახდის გადამამუშავებელთან“ რომელიც თქვენს პირად ინფორმაციას არეგულირებენ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკით ან/და სახელშეკრულებო წესებითა და პირობებით.
ჩვენი მომსახურება შესაძლოა შეიცავდეს სხვა საიტის ბმულებს, რომელზე დაჭერითაც გადახვლათ სხვა ვებ-გვერდზე, რომელიც არ არის ჩვენი მხრიდან სრული მონიტორინგის ქვეშ, შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა გაეცნოთ თითოეულ ახალ ბმულზე არსებულ წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად.
▪ ჩვენი ვებ-გვერდი არ აღრიცხავს არავის 18 წლის ქვემოთ (ბავშვებს);
▪ არასრულწლოვანს შეუძლია (აღრიცხვის გარეშე) საიტის მომსახურებით სარგებლობა მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე;
▪ არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, მისი საუკეთესო ინტერესების მიზნებისათვის;
▪ მშობელს - კანონიერ წარმომადგენს შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერი იმ დარღვევის არსებობისას, რომლის დასაბუთებული საფუძველი არსებობს რომ არასრულწლოვანმა შეიყვანა ვებ-გვერდზე ან სხვაგვარად განზრახ თუ გაუფრთხილებლობით დაარღვია ჩვენი პოლიტიკით განსაზღვრული წესები და პირობები ან საქართველოს კანონმდებლობა.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს. კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებას, აღნიშნული ცვლილების შემთხვევაში. აწვდის ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის ან მითითებული საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
კომპანია გასცემს რეკომენდაციას, რომ ცვლილებების შემთხვევაში გაეცნოთ მას და იყოთ ინფორმირებული.
საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N50, ბინა 67.
ელექტრონული ფოსტა: info@theatrefactory42.ge
ტელეფონის ნომერი: +995 599 10 40 11