ქ. თბილისი
ერთის მხრივ შპს “თეატრი სტუდია 42” (ს/კ 405555787) ვებ-გვერდი: https://ticketfactory42.ge/ ტელ: 995 599 10 40 11 იურიდიული მისამართით: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N50, ბინა 67 შემდგომში წარმოდგენილი, როგორც “კომპანია” და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში “კლიენტი” რომელიც სარგებლობს თეატრი სტუდია 42-ის ბილეთების შეძენის მომსახურებით, მის მიერ საიტზე მითითებული ტელეფონის ნომრის მეშვეობით, სადაც ერთჯერადად იგზავნება ბილეთის ელექტრონული ვერსია, კომპანიის მონაცემთა ერთიან ბაზაში შენახვის გარეშე. ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
“კომპანია” - პირი, რომელიც ანხორციელებს ელქტრონული ფორმით ბილეთების გაყიდვის მომსახურებას;
“კლიენტი” - პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით, იხდის საფასურს და იღებს ბილეთის/ბილეთების ელექტრონულ ვერსიას მიიჩნევა კლიენტად, ან/და შესაბამისი უფლებამოსილებით და კანონით დადგენილი წესით დამოწმებული რწმუნებულების მეშვეობით აღჭურვილი პირი, რომელიც კომპანიასთან წარმოდგენილი იქნება, როგორც მინდობილი.
“ბილეთი” - ფურცელი (როგორც მატერიალური, ასევე დისტანციური) რომელიც იძლევა, სადმე შესვლის, რამეთი მგზავრობის, რისამე მიღების უფლებას.
“დამატებითი მომსახურება” - მომსახურება, რომელსაც “კომპანია” დამატებით უწევს “კლიენტს” ანაზღაურების (შეთანხმების) სანაცვლოდ.
“გაცემა” - კომპანიის მხრიდან ბილეთის იმ პირზე (ან მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის) გაგზავნა, რომელსაც შესაბამისი პროცედურის დაცვით გაეგზავნა ბილეთის ელექტრონული ვერსია.
1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მითითებული საიტიდან, კლიენტის მიერ მითითებულ ნომერზე, ბილეთის/ბილეთების ელექტრონული ფორმით გაყიდვისა და გაგზავნის მომსახურების გაწევა, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
1.2 კომპანია თეატრი სტუდია 42-ზე ბილეთის შეძენა ხდება, ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რეგისტრაციისა და კლიენტის მონაცემების, კომპანიის ერთიან ბაზაში შენახვის გარეშე. ბილეთ(ებ)ის შეძენა ხორციელდება ვებ-გვერდზე https://ticketfactory42.ge/ მომსახურების (ხელშეკრულების) პირობები საჯაროა. კომპანია თეატრი სტუდია 42-ის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი - კლიენტი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი დაიცვას, მისი ნომრის კონფიდენციალობა და თავად აკონტროლოს მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებული ყველა ოპერაცია. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის/ბილეთის შეძენის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გაცემას/გასაჯაროვებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.
1.3 კომპანია უფლებამოსილია არ გაუწიოს მომსახურება იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელიც ეწევიან მსგავს მომსახურებას, მსგავსად შპს თეატრი სტუდია 42-სა.
2.1 ბილეთის ღირებულება გამოითვლება საიტზე განთავსებული ფასის და რაოდენობის მიხედვით.
2.2 გადახდა ხორციელდება მხოლოდ https://ticketfactory42.ge/ ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდით.
2.3 ბილეთის თანხა გამოითვლება საიტზე განთავსებული ფასის მიხედვით, რაოდენობის გათვალისწინებით.
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ბილეთის, მომხმარებელზე გაგზავნამდე/მიღებამდე.
2.5 მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ის ბილეთ(ებ)ი, რომლის საფასურიც გადახდილი აქვს.
2.6 თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს ბილეთ(ებ)ს, კომპანია არარის ვალდებული აუნაზღაუროს მას ბილეთ(ებ)ის ფასი.
2.7 კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ ბილეთ(ებ)ის გაცემაზე, ხოლო განკუთვნილი ბილეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელია, ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვინც უშუალოდ უნდა ჩაატაროს ბილეთზე მითითებული სპექტაკლი ან სხვა სახის ღონისძიება.
2.8 კომპანია არ უზრუნველყოფს ბილეთ(ებ)ის დაბრუნებას ან/და გადაცვლას.
3.1 კომპანია პასუხისმგებელია ბილეთ(ებ)ის ავთენტურობაზე.
3.2 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ბილეთ(ებ)ის გაცემას. სერვისში არ შედის ბილეთში არსებული სპექტაკლისა თუ სხვა სახის ღონისძიების გადამოწმება ჩატარდება თუ არა. არამედ კომპანია პასუხისმგებელია, რომ სპექტაკლი თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მოახდინოს ბილეთების გაყიდვა, ხოლო ბილეთის აღსრულებაზე უშუალოდ პასუხისმგებელია, ის ფიზიკური თუ იურიდიული პირ(ებ)ი, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ჩამტარებელ ორგანოს/ორგანიზაციის კომპეტენტურ პირს.
3.3 იმ შემთხვევაში თუ არ/ვერ ჩატარდა ბილეთში მითითებული ღონისძიება, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ ორგანოსა თუ ორგანიზაციაში, ვინც იყო უშუალოდ ბილეთის შემსრულებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
3.4 მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ბილეთის შესახებ, ნებისმიერი სახის პრეტენზია კომპანიაში.
3.5 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა ვებ-გვერდიდან ვერ მიიღო ბილეთ(ებ)ი, მის მიერ გადახდილი თანხის შესახებ, წერილობითი სახის პრეტენზია უნდა დააყენოს კომპანიაში 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
3.6 კომპანია წერილობითი სახით მიღებულ პრეტენზიას განიხილავს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ჩაბარებიდან.
3.7 კომპანია ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს წერილობითი სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
3.8 კომპანია უფლებამოსილია ფულადი ან სხვა სახის ანგარიშსწორებით მოახდინოს ვალდებულების შესრულება, თუ ბილეთის მიღება არ განხორციელდა კომპანიის ბრალეული მოქმედებით.
4.1 სისტემაში რეგისტრაციისას გამოიყენოს მხოლოდ ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა სახის საიდენტიფიკაციო მონაცემები. სისტემაში მითითებული მონაცემები სრულად კონფიდენციალურია, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულია კომპანიაში და უზრუნველყოფენ მომსახურების გაწევას.
4.2 ბილეთ(ებ)ის შეძენის დროს გამოიყენოს მის მიერ სასურველი ავთენტური ნომერი.
4.3 ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი სახის შეფერხების ან საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია/ცნობა ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მომხმარებლისთვის ცნობილი გახდა ვებ-გვერდის მომსახურებით სარგებლობის დროს.
4.4 მომხმარებელი ვალდებულია ბილეთ(ებ)ის საიტიდან კომერციული დანიშნულების შეძენის შემთხვევაში გააფრთხილოს კომპანია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
4.5 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა საიტზე ბილეთების შეძენის დროს გაწეული მომსახურებისას.
4.6 დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
4.7 მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია და წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
4.8 მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდიდან გაგზავნილი ბილეთ(ებ)ის ელექტრონული ვერსია გადაამოწმოს დაუყოვნებლივ, ხოლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით მიმართოს კომპანიას.
4.9 ბილეთზე მითითებული ღონისძიების ჩატარების შემდეგ კომპანია არ მიიღებს პრეტენზიას ბილეთის მიღება/არმიღების თაობაზე, არამედ მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს აღნიშნული ხელშეკრულების 3 პუნქტისა და 4.8 ქვეპუნქტის შესაბამისად.
5.1 კოპანია არ ეწევა ისეთი ბილეთების გაყიდვის მომსახურებას, რომელიც ადამიანის ღირსებას პირდაპირ და უშუალოდ ლახავს და რომელიც წინაღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინაღმდეგო ქმედება ან/და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაცემა პირდაპირი ან ირიბი გზით, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მასმედიასა და სხვადასხვა სახის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის მიმართ საიტზე ბლოკირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6.2 კომპანია იტოვებს უფლებას მოახდინოს მომხმარებლთან მომსახურების ჩაწერა და დამახსოვრება. ასევე, ელექტრონული თუ წერილობითი სახის მიმოწერის/რეგისტრაციაზე არსებული მონაცემების დამახსოვრება, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით.
6.3 კომპანია უფლებას იტოვებს, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების პირობები, რომელიც იქნება საჯარო ვებ-გვერდზე https://ticketfactory42.ge/ გამოქვეყნების გზით, გარდა ცალკეული პირობებისა, რომლის თაობაზეც მომხმარებელი პერსონალურად იქნება ინფორმირებული და შესაძლოა არ დაექვემდებაროს ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებას.
6.4 კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებლის ინფორმირების შემდეგ, შეწყვიტოს მასთან მომსახურება, მისი თანხმობის გარეშე.
7.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
7.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
7.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, რომელიც საჯაროა ან/და პერსონალურად მომხმარებლთან წერილობითი შეთანხმების გაგზავნის გზით.
10.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია კომპანიის მხრიდან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მეორე მხარის (მომხმარებელი) მიერ საიტზე რეგისტრაციისას ან ბილეთის შეძენისას ითვლება, რომ ის გაეცნო და თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე.
10.2 ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ხოლო ძალადაკარგულია კომპანიის მხრიდან საიტის https://ticketfactory42.ge/ ლიკვიდაციისას.
11.1 მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2 ხელშეკრულება ატვირთულია ვებ-გვერდზე, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.
ვებ-გვერდი https://ticketfactory42.ge/ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელი და კომპანია:
დასახელება: შპს “თეატრი სტუდია 42”
საიდენტიფიკაციო კოდი: 405555787
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N50,
ბინა 67.
კომპანიის ელქტრონული ფოსტა: info@theatrefactory42.ge
ტელეფონის ნომერი: 995 599 10 40 11
მხარეებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს.