
გასაგრძელებლად აირჩიე ადგილები
სად გადის ზღვარი მართლმსაჯულებასა და შურისძიებას შორის? ჩაკეტილ ოთახში შვიდი ნაფიცმსაჯული იკრიბება, რათა გადაწყვიტოს მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილის ბედი. პატარძალი საქორწინო კაბაში, შვილზე მგლოვიარე დედა და სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთის პირისპირ... მათ მხოლოდ ერთი ხმით შეუძლიათ გადაარჩინონ ან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ მას, ვინც შესაძლოა თავად იყოს მსხვერპლი. ეს არ არის მხოლოდ სასამართლო პროცესი – ეს საკუთარ თავთან დაპირისპირებაა.