
გასაგრძელებლად აირჩიე ადგილები
აკადემია „სახელოსნო 42“ გიწვევთ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც სამი სხვადასხვა კურსის ბავშვების ნამუშევრებისა და მიღწევების პრეზენტაციას დაეთმობა. დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ბავშვების შემოქმედებითი პროცესის შედეგები - მუსიკალური ნომრებიდან დაწყებული, სცენური დადგმებით დასრულებული.
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
მუსიკალური სამყარო: კურსის ფარგლებში მომზადებული მუსიკალური ნომრების ჩვენება.
ზღაპრის ვიდეო-ჩვენება (ბაიასთან ერთად): სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ვიდეოპროექტის პრემიერა. ეკრანზე იხილავთ გაცოცხლებულ ზღაპარს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ მსახიობებად გვევლინებიან, არამედ მათ მიერვე შექმნილი ორიგინალური რეკვიზიტებითა და დეკორაციებით აფორმებენ გარემოს.
წიგნიდან სცენამდე: კურსის შემაჯამებელი თეატრალური დადგმა, სადაც ბავშვები წაკითხულ და მათ მიერ გაპიესებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს სცენურ სახეს აძლევენ და მაყურებლის წინაშე სრულფასოვანი პერფორმანსით წარდგებიან.აუქციონი: საზეიმო აუქციონი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბავშვების შექმნილი ნამუშევრები.
დაჯილდოება: დღის დასასრულს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
ბილეთი მოიცავს მთელი დღის პროგრამაზე წვდომას.
ადგილები შეზღუდულია ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე.