ბილეთები მალე იქნება ხელმისაწვდომი!

ᲐᲦᲬᲔᲠᲐ

დეტექტივების დედოფლის, აგატა კრისტის ცნობილი ნაწარმოები „პაემანი სიკვდილთან“ სცენაზე სრულიად ახალი, მოულოდნელი ინტერპრეტაციით ცოცხლდება. ტირანი დედა, დაფარული ბოღმა, იზოლირებული გარემო და მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივიც აბსოლუტურად ყველას ჰქონდა.

ვინ არის დამნაშავე? და რაც მთავარია — სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და დანაშაულს შორის?

მოემზადეთ ფსიქოლოგიური თამაშისთვის, სადაც სიმართლე ბოლო წამამდე ნიღაბქვეშ იმალება.